ადვოკატის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ გიგა ტატიაშვილს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა, რაც მისი უფლებების შეზღუდვაა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე არ დაუშვეს.

როგორც გიორგი ყიფშიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ტატიშვილს უფლებები შეეზღუდა და მომხდარს ახსნა არ აქვს.

“ფაქტია, რომ მისი უფლებები შეიზღუდა. რა შეიძლება ყოფილიყო ხელისშემშლელი იმის, რომ გაეყვანათ ეროვნულ გამოცდებზე? - ახსნა ამას არაფერი არ აქვს, აბსოლუტურად არაფერი. მიზეზი არ არსებობს, ეს არის უფლებების შეზღუდვა, მეტი არაფერია აქ ჩადებული. ერთი წელი წაართვეს კაცს ცხოვრებიდან”, - განაცხადა ადვოკატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო