ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა გვარამია დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს, სადაც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

როგორც გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გვარამია სასამართლოში 18:00 საათზეა დაბარებული. მისივე თქმით, გვარამია გამოკითხვაზე მივა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს. გვარამიამ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და გამოკითხვა სასამართლოში მოითხოვა.

როგორც ცნობილია, გვარამია გამოკითხვაზე “მთავარი არხის” ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების თაობაზე დაიბარეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა