ირანში მასობრივი შეკრებები, მათ შორის ქორწილები და პანაშვიდები აიკრძალა

ირანში მასობრივი შეკრებების გამართვა, მათ შორის ქორწილებისა და პანაშვიდები გადახდა, აიკრძალა.

ამის შესახებ გადაწვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა.

„ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ავკრძალოთ ცერემონიები და შეკრებები, იქნება ეს ქორწილები, პანაშვიდები, თუ წვეულებები. ახლა ფესტივალებისა და სემინარების დრო არ არის“, – განაცხადა რუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას.

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 188 პაციენტი გარდაიცვალა და საერთო ჯამში მსხვერპლის რიცხვი 12 635-მდე გაიზარდა. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებს, მათმა რაოდენობამ 255 000-ს გადააჭარბა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს