დიმიტრი საძაგლიშვილი - ჩვენთვის არ არის ცნობილი, რა კითხვები ექნება გამოძიებას - ნიკა გვარამიას აქვს უფლება, არ გათქვას წყარო, საიდან მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის გაცხადებით, მათთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დაკითხვა უკავშირდება გიორგი შაქარაშვილის საქმეს.

ამასთანავე, ადვოკატის განმარტებით, ნიკა გვარამიას როგორც ჟურნალისტს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უფლებას აძლევს, რომ არ გათქვას წყარო, თუ საიდან მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია.

„ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ რა კითხვები ექნება გამოძიებას. ერთადერთი, რაც გვითხრეს არის ის, რომ დაკითხვა უკავშირდება შაქარაშვილის საქმეს, მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. შესაბამისად, არც პოზიციები არ გვაქვს ჯერ ჩამოყალიბებულ, იმიტომ რომ ამ დრომდე არ ვიცით, რა კითხვები იარსებებს და პასუხები დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა კითხვები დაისმება. შემიძლია, გითხრათ ის, რომ ნიკა გვარამიას, როგორც ჟურნალისტს, აქვს უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომ არ გათქვას წყარო თუ საიდან მიიღო მან კონფიდენციალური ინფორმაცია. რამდენად ისარგებლებს ამ უფლებით ეს არ ვიცი, დამოუკიდებული იქნება იმაზე თუ კონკრეტულად რა კითხვები იქნება დასმული“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა დაკითხვამდე.

ცნობისთვის „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე 18:00 საათისთვის იყო დაბარებული. ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო