ნიკა გვარამია - არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას, ერთადერთი შემიძლია, ვუთხრა წყაროს წარმომავლობა, ეს არის შსს-ს გენერალური ინსპექცია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხვის დროს, წყაროს გასაჯაროებას არ აპირებს.

მისი თქმით, მხოლოდ წყაროს წარმომავლობას დაასახელებს.

„ამ ეტაპზე მე არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას. ერთადერთი შემიძლია, ვუთხრა, როგორც ყოველთვის ვეუბნები, წყაროს წარმომავლობა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

მე, უნდა ითქვას სამართლიანობისთვის, სხვა არხების დირექტორებისგან განსხვავებით, ჟურნალისტურ საქმიანობასაც ვეწევი, თუმცა ჟურნალისტი არ ვარ. თუმცა, ვიდრე ჟურნალისტობას მივყოფდი ხელს მანამდეც მიბარებდნენ. ამ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტრად ბიძინა ივანიშვილისთვის მე მივიჩნევი, ამიტომ აქ უფრო ხშირად ვარ, სამსახურში თუ სახლში ეს ზუსტად არ ვიცი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა, რომ დაკითხვაზე იმ ჟურნალისტებსაც დაიბარებენ, რომლებიც შაქარაშვილის საქმეზე მუშაობდნენ, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ „ტერორისტული ხელისუფლებისგან ყველაფრის მოლოდინი აქვს“.

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზეა დაბარებული. ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა