თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს. ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.

როგორც დაკითხვაზე შესვლამდე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, გვარამიას დაკითხვა აუცილებელი გახდა პირდაპირ ეთერებსა თუ სხვა გადაცემებში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე.

მისი ინფორმაციით, პროკურატურას აინტერესებს წყარო, თუ საიდან მიიღო გვარამიამ ინფორმაცია და მას რამდენად აქვს დადასტურებული ინფორმაცია.

თავად ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ის დღეს წყაროს გასაჯაროებას არ აპირებს და მხოლოდ წყაროს წარმომავლობის თქმა შეუძლია და ეს არის შსს-ს გენერალური ინსპექცია.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს. გვარამიამ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და გამოკითხვა სასამართლოში მოითხოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო