შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის განცხადებით, ნიკა გვარამიას დაკითხვა მის მიერ პირდაპირ ეთერებსა თუ სხვადასხვა გადაცემებში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განმარტებით, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას დაკითხვა აუცილებელი გახდა პირდაპირ ეთერებსა თუ სხვა გადაცემებში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე.

მისი ინფორმაციით, პროკურატურას აინტერესებს წყარო, თუ საიდან მიიღო გვარამიამ ინფორმაცია და მას რამდენად აქვს დადასტურებული ინფორმაცია.

„მიზეზს თუ რატომ გახდა ნიკა გვარამიას დაკითხვა აუცილებელი სასამართლო პროცესზე, ეს შეეხება პირდაპირ ეთერებსა თუ სხვადასხვა გადაცემებში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც შემხებლობაში იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან.

კითხვა არ იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბილანიშვილთან დაკავშირებით, კითხვები იქნება ასევე, სხვა უამრავ არგუმენტებთან თუ მოსაზრებებთან დაკავშირებით და გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ყველამ მოისმინა პირდაპირ ეთერში.

ჩვენ გვაინტერესებს წყაროები, რა თქმა უნდა, საიდან იყო ეს ინფორმაცია მიღებული და მას რამდენად გააჩნია დადასტურებული ინფორმაცია. ჩვენ დაკითხვის შედეგად უნდა გავარკვიოთ, რა არის დადასტურებულად ნათქვამი, რა არ არის დადასტურებულად ნათქვამი“, - განაცხადა პროკურორმა გამოკითხვის დაწყებამდე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო