შაქარაშვილის საქმის პროკურორი - ტელეეთერებზე დაყრდნობით გვქონდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამია ფლობდა საქმესთან დაკავშირებით დადასტურებულ ინფორმაციას, რაც არ აღმოჩნდა სიმართლე

დღეს, ფაქტობრივად ნიკა გვარამიას მიეცა შესაძლებლობა, გამოძიებისთვის მიეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია და ეთანამშრომლა, რაც მან არ გააკეთა, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ნიკა გვარამიას დაუსვეს კითხვები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებზეც მას საუბარი ტელეეთერებში ჰქონდა და უმრავლესობაზე მან განმარტა, რომ ეს იყო მისი ვარაუდები.

„ის შემთხვევები კი, როდესაც წყაროები აწვდიდნენ ნიკა გვარამიას ინფორმაციას, ამ შემთხვევაში წყაროების დასახელებაზე განაცხადა უარი. ტელეეთერებში, ალბათ, თქვენც ნახავდით, რომ ნაწილი ამ ეთერების ის მტკიცებით ფორმაში საუბრობდა გარკვეულ გარემოებებზე, თუმცა შემდეგ აცხადებდა, რომ ეს იყო ვარაუდები, შესაბამისად, არსებობდა ლეგიტიმური კითხვები ნიკა გვარამიასთან და ამ კითხვებს მან ფაქტობრივად ნაწილს თავი აარიდა და ნაწილს არ უპასუხა.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რა თქმა უნდა, ტელეეთერებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, რომ ნიკა გვარამია ფლობდა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციას, რაც არ აღმოჩნდა სიმართლე. მან განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო დადასტურებული, რომ ეს იყო ვარაუდები. ჩვენ ვალდებულიც ვიყავით რომ ის დაგვეკითხა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

კითხვაზე იგეგმება თუ არა საქმეზე მომუშავე სხვა ჟურნალისტების დაკითხვა, პროკურორმა განაცხადა, რომ ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლებელია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდეს რაიმე სახის ინფორმაცია, დაიკითხება.

ამასთანავე, ყაზარაშვილმა აღნიშნა, რომ შესაბამისი ორგანოები შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე მოკვლევას დაიწყებენ.

„რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი ორგანოები დაიწყებენ მოკვლევას, რეაგირება მიეცემა ამ საქმეს, თუმცა ნიკა გვარამიას თანამშრომლობა ამ კუთხით იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა