რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 727 162-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 130 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 11 335-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 501 061 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 3 615- ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ამჟამად აქტიური შემთხვევების რაოდენობა 214 766-ია.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.