მირიან ნიკოლაძე - მე ვარ პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ის პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია. როგორც ნიკოლაძემ განმარტა, მისი პოლიტიკური ასპარეზი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

„მე ვარ პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ამ ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე იყო და ბუნებრივია, ეს რეჟიმი გრძელდება მიუხედავად ჩემი პირადი ოჯახური დიდი პრობლემებისა, რომელიც უკავშირდება გიორგის გარდაცვალებას. მე ყოველთვის აქტიური ვიყავი, როგორც მოქალაქე, ძალიან ხშირად მიწევდა პოლიტიკურ თემებში მეტ-ნაკლები აქტიურობით მონაწილეობა და ეს გაგრძელდება კვლავაც“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ დეპუტატებმა - მარიამ ჯაშმა, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დააფუძნეს, დღეს კი თბილისში ცენტრალური ოფისი გახსნეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო