ადვოკატის განცხადებით, კობა კობალაძის შვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

პარლამენტის დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრის, კობა კობალაძის შვილის ადვოკატის ირაკლი გაბრიჩიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჯერჯერობით მას თავის დაცვის ქვეშ მყოფი არ უნახავს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ჯერ არ შევსულვარ, ველოდები. სავარაუდოდ, დღეს უნდა შევიდე. სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს“, - განაცხადა ირაკლი გაბრიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თბილისში, 24 ივნისს მომხდარ ფაქტს, რომელზეც ინფორმაცია შსს-მ გუშინ გაავრცელა. აღნიშნულ საქმეში კობა კობალაძის შვილი ფიგურირებს. შსს-ს ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. გარდა ამისა, საქმეზე, შსს-ს ცნობით, დაკავებულია კიდევ ორი პირი.

„2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო