ეგზიტპოლები - პოლონეთის არჩევნების მეორე ტურში ანჯეი დუდა ლიდერობს

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ წარდგენილმა შედეგებმა აჩვენა, რომ ანჯეი დუდამ მეორე ტურში ხმების 50.4 % მიიღო, მისმა მეტოქემ, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი - 49.6 %.

ცნობისათვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 68.9% შეადგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს