მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-სგან დღემდე 7 581 525 ადამიანია გამოჯანმრთელებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 571 518-ია.

ცნობისათვის, გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 230 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის გავრცელების დღიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მატება დაფიქსირდა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა