თურქეთის საგარეო უწყება - ვგმობთ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებზე განხორციელებულ თავდასხმას

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ანკარა სომხეთის მიერ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებზე განხორციელებულ თავდასხმას მკაცრად გმობს.

„თურქეთი მკაცრად გმობს სომხეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას და დაღუპულების გამო თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ აზერბაიჯანს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანის ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის.

”თურქეთი, მთელი თავისი შესაძლებლობებით, გააგრძელებს აზერბაიჯანის გვერდში დგომას ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ბრძოლაში”, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს