აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს

სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენმა სამხედრო ნაწილებმა ღამის შეტაკებების დროს არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და ტანკების საშუალებით მტრის ძირითადი პოზიციები, საარტილერიო ხელსაწყოები, საავტომობილო და ცოცხალი ძალები გაანადგურეს. ამჟამად მდგომარეობას ჩვენი ჯარისკაცები აკონტროლებენ, მტრის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები ხორციელდება. მტრის მხარე მალავს ინფორმაციას დანაკარგის შესახებ,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ბრძოლის დროს დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის უფროსი ლეიტენანტი მაჰმუდოვ რაშად რაშიდი.

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეტაკებები გვიან ღამითაც გაგრძელდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოუზის რაიონის სოფელი აღდამის მიმართულებით 120მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანული დასახლებების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაცია უარყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა