რომან გოცირიძე - „ბიზნესის მოგუდვის კანონპროექტთა პაკეტი" ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა იქნება

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პარლამენტში ბოლო დღეებში ინიცირებულ კანონპროექტებს "ბიზნესის მოგუდვის კანონპროექტთა პაკეტს" უწოდებს. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ", "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" და "კონკურენციის შესახებ" კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები საკუთრების უფლებას ლახავს.

"დღეს და ხვალ, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს სამ კანონს, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონპროექტთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ. ესენია: 1. ცვლილებები კონკურენციის კანონში, რომელიც ანტიმონოპოლიურ სამსახურს აძლევს ბიზნესის დაჯარიმება-დატერორების უფლებას; 2. ცვლილებები კომუნიკაციის კანონში, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელს აძლევს საკუთრების გასხვისების უფლებას მესაკუთრის ნების გარეშე; 3. ცვლილებები ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონში, რომლითაც ენერგეტიკის ზოგიერთ სფეროში მესაკუთრეს ეკრძალება საკუთარი წილის 5 პროცენტზე მეტის გაყიდვა შესაბამისი მარეგულირებელი უწყების ( სემეკის) ნებართვის გარეშე. სამივე კანონპროექტი ლახავს საკუთრების უფლებას, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას. ამით ამ მოწვევის პარლამენტი ასრულებს თავის საქმიანობას. ეს სამი კანონი იქნება ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა,"- განაცხადა გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს