„ევროპული საქართველო“ - ბავშვთა გასართობი ცენტრების მიმართ რეგულაციების გამოყენებაში ნეპოტიზმის ნიშნებია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მაშინ, როდესაც ბავშვთა გასართობი ყველა ცენტრისა და გასართობი კომპანიებისთვის ღონისძიებების გამართვა აიკრძალა, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვის საფუძველზე, თბილისის მერ კახა კალაძის მეგობრის, გიორგი გოგუაძის და მისი მამის კუთვნილ კომპანია „ნევერლენდმა“ გლდანის პარკში არაერთხელ გამართა მასშტაბური გასართობი ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობდა ასეულობით პირი.

ამის შესახებ კანდელაკის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ბავშვთა გასართობი ცენტრების და გასართობი კომპანიების მიმართ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გატარების დისკრიმინაციულ მიდგომაზე, რომელიც კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნებს შეიცავს. აღასანიშნავია, რომ ამ სფეროში მხოლოდ თბილისში 100-მდე კომპანია საქმიანობს, საქართველოს მასშტაბით კი 200-მდე, სადაც საშუალოდ 20 ადამიანია მუდმივად დასაქმებული. თბილისის მასშტაბით საუბარია 3,000 ადამიანის შემოსავლის გარეშე დარჩენაზე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 10,000-ადამიანამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კანდელაკის თქმით, ბავშვთა გასართობი ცენტრების მიმართ რეგულაციების გამოყენებაში ნეპოტიზმის ნიშნებია.

„უდავოა, რომ მაშინ, როცა სხვა კომპანიები კეთილსინდისიერად ასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს და მათ მიერ დასაქმებული ათასობით ადამიანი - მსახიობები, მომღერლები, ფოტოგრაფები, ივენთ მენეჯერები და ა.შ. მოთმინებით ელიან შეზღუდვების შერბილებასა და დაკარგული სამუშაოს აღდგენის შანსს, თბილისის მერთან პირადი კავშირი საკმარისია მხოლოდ ერთი კომპანიისთვის შეზღუდვების მოსახსნელად იმ მომენტში არსებული რეგულაციების დარღვევით. კორუფცია და ნეპოტიზმი სხვა არაფერია,“- განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში