სერგი კაპანაძე თალაკვაძეს - მუნდირის დასაცავად, იქნებ უზრუნველყოთ და წულუკიანი პარლამენტში მოაბრძანოთ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბაჩანა შენგელიას სამსახურში არ აღდგენით კანონს არღვევს.

„ორი კვირის წინ ბაჩანა შენგელიამ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას უკანონოდ შეუწყვიტეს საქმიანობა. მერე მიმართა იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოს და სასამართლომ შეაჩერა ეს უკანონო ბრძანება. წაიღო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების ბიუროში და აღსრულებამ დაწერა, რომ შესრულდეს და აღუდგეს ეს უფლება. მინისტრი წულუკიანი ამ ბრძანებას არ ასრულებს, რაც არის კანონდარღვევა. სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა. ჩვენ მოვითხოვეთ ორი კვირის წინ წულუკიანის მოსვლა კომიტეტზე და კითხვებზე პასუხის გაცემა. ის არ მოდის კომიტეტზე. ეს არის ბოლო სესია ამ ორი დღის განმავლობაში. იქნებ მოვიდეს წულუკიანი პარლამენტში. რაც ვიცით და ღია ინფორმაციაა, ის არღვევს კანონს, არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას და გვინდა რომ გვიპასუხოს. თქვენი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებაა უზრუნველყოთ მინისტრის მოსვლა პარლამეტში. კიდევ ერთხელ გთხოვთ პარლამენტის მუნდირის დასაცავად, იქნებ უზრუნველყოთ ხვალ ზეგ ან დღეს, ამ სამი დღის განმავლობაში წულუკიანი მოაბრძანოთ პარლამენტში,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ შესაძლოა მინისტრის მოსვლა პარლამენტში ვერ უზრუნველყოს, სესიაზე დატვირთული დღის წესრიგის გამო.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ მიმდინარე კვირაში შევძლებთ მინისტრის მოწვევას. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როცა მობრძანდება პარლამენტში, ექნება თქვენს კითხვებზე პასუხები,“ - აღნიშნა თალაკვაძემ. .

ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელიამ იუსტიციის სამინისტრო დაადანაშაულა და პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მან ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო