აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

„ეს აბიტურიენტი ახლა გადის შესაბამის მკურნლაობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. რაც შეეხბა იმას, დაინიშნება თუ არა განმეორებითი გამოცდები, მას შემდეგ რაც ეს პროცესი დასრულდება, სამწუხაროდ ჩვენ გამოცდების განმეორებითი დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს,“ - განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება იმ 9 აბიტურიენტს, რომლებიც ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად ისხდნენ საგამოცდო სექტროში, გორგოძის თქმით, მათ კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ და შესაბამისად, გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვთ.

ცნობისთვის, 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა.

იხილეთ ვიდეო: აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა