ნინო ლომჯარია - შაქარაშვილის ოჯახის წევრებს უნდა ვესაუბრო და მათგან მივიღო ინფორმაცია იმ შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, თხოვნით მიმართოს პროკურატურას იმისათვის, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მასალებს გამოძიების რეჟიმში გაეცნოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს.

„ჟურნალისტებიც აქტიურად აშუქებენ იმ შეკითხვებს, რაც საქმის გარშემო არსებობს. თუმცა, სახალხო დამცველი ალბათ, უახლოეს დღეებში დაასრულებს შეხვედრებს და ბრალდებულების მონახულებას. შაქარაშვილის ოჯახის წევრებთანაც გვექნება კომუნიკაცია. ამის შემდგომ უკვე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, უკვე რა ფორმით გავაგრძელებთ ამ საქმეში ჩართულობას. არ გამოვრიცხავთ, რომ პროკურატურას მივმართოთ თხოვნით, გაგვაცნოს საქმის მასალები და მიმდინარე რეჟიმში გავეცნოთ გამოძიების საქმის მასალებს. თუმცა, პირველ რიგში, უნდა ვესაუბრო ოჯახის წევრებს და მათგან მივიღო ინფორმაცია იმ შეკითხვების შესახებ, რაც მათ აქვთ და რის გამოც მათ შეიძლება უნდოდეთ სახალხო დამცველის ჩართულობა ამ პროცესში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო