თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები იჭრება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება.

სანიტარული ჭრის ფარლგებში, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, თამარაშვილის ქუჩაზე, მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ზოლსა და ფერდობზე 35-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვი უნდა მოიჭრას. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, უკვე მოიჭრა ხუთი ფიჭვი და სამი კედარი.

„თითოეული მოჭრილი ხე ახალი ნარგავით ჩანაცვლდება. გამწვანებულ თარგებში 50-მდე ხე და 50-მდე ბუჩქი დაირგვება. აღნიშნულ ტერიტორიებზე, მოვლისა და აღდგენის მიზნით, ხეებზე სხვლა-ფორმირების სამუშაოებიც განხორციელდა. სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება. სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს,“-აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა