სომხეთი საგანგებო მდგომარეობას ერთი თვით ახანგრძლივებს

სომხეთი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას კიდევ ერთი თვით, 12 აგვისტომდე, ახანგრძლივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 32 151 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 573 ადამიანი.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!