„თავისუფალმა საქართველომ“ ბათუმში პარტიის აჭარის ორგანიზაციის ოფისი გახსნა

ბათუმში (ასათიანის 38) „თავისუფალმა საქართველომ“ პარტიის აჭარის ორგანიზაციის ოფისის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო „თავისუფალი საქართველოს“ გეგმები და პოზიციები 2020 წლის არჩევნებისთვის.

,,პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, იმისთვის, რომ არც წარსულში დავბრუნდეთ და არც არსებულ უძრაობაში დავტოვოთ ქვეყანა, აუცილებელია საზოგადოებამ არჩევანი იმ პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ გააკეთოს, რომლებიც არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე არ არიან. „თავისუფალი საქართველო“ სწორედ ასეთ არჩევანს სთავაზობს საზოგადოებას და 2020 წლის არჩევნებზე მაღალი მხარდაჭერის მოლოდინი აქვს.

„თავისუფალი საქართველო“ განაგრძობს საარჩევნო კამპანიისთვის მზადებას და მაჟორიტარ კანდიდატებს, მათ შორის აჭარაში, უახლოეს მომავალში დაასახელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია