ეკა ბესელია - „კოვიდ 19“-ის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებული არ არის და ძალით ნუ აშინებენ ადამიანებს!

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, არ შეიძლება საკანონმდებლო ორგანომ თავად გაუკეთოს ინიცირება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს ასუსტებს. ამ განცხადებით ბესელია "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ის ერთმნიშვნელოვანად მოახლოებულ არჩევნებთან არის კავშირში.

„კანონპროექტი, რომელიც შემოიტანეს ხუნდაძემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა არის ანტიკონსტიტუციური. სწორედ ამიტომ დაიხიეს უკან და ჩაწერეს, რომ მხოლოდ 15 ივლისამდე იმოქმედებდა, ახლა წლის ბოლომდე ითხოვენ ამ არაკონსტიტუციური კანონის გაგრძელებას. არ შეიძლება ამის გაკეთება ძალიან მარტივი მიზეზის გამო - მოქალაქეთა გადაადგილების, საკუთრების, შეკრების უფლებების შეზღუდვა არ შეიძლება პარლამენტის თანხმობის გარეშე. ეს პირდაპირ უკავშირდება არჩევნების პროცესს. არ შეიძლება პარლამენტმა თავად მისცეს ხმა და თავად გაუკეთოს ინიცირება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს ასუსტებს და კონსტიტუციით რაც აკისრია, იმ უფლებას ართმევს. ეს ერთმნიშვნელოვანად უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. არ არის „კოვიდ 19“ -ის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებული და ძალით ნუ აშინებენ ადამიანებს, ეს არის სახელმწიფოსა და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება,"- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების უფლება 2020 წლის ბოლომდე შეიძლება გაუხანგრძლივდეს. ცნობისთვის, ამჟამად მოქმედი რედაქციით, მთავრობას შეზღუდვების გატარების უფლება 2020 წლის 15 ივლისამდე აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა