გამოცემა Fair Economy ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც COVID-19-ის წარმატებულ მენეჯმენტს ეხება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანული გამოცემა Fair Economy ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც COVID-19-ის წარმატებულ მენეჯმენტს ეხება.

მათი ცნობით, გამოცემა დაინტერესდა, როგორ ახერხებს საქართველო ვირუსის გავრცელების კონტროლს, მაშინ როდესაც მისი მეზობელი და ასევე სხვა დიდი ქვეყნებისათვის ეს საკითხი დღემდე გამოწვევას წარმოადგენს.

„მეორე ტალღის შემთხვევაში რა შეიძლება ისწავლოს მსოფლიომ საქართველოსგან? ამის გასარკვევად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ვესაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ მინიტრს განათლება გერმანიაში აქვს მიღებული და გერმანულ ენაზეც სრულყოფილად საუბრობს“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი შესავალში და მკითხველს მინისტრის მოკლე ბიოგრაფიას აცნობს.

ეკატერინე ტიკარაძესთან ინტერვიუს დროს გამოცემა საქართველოს ვირუსთან გამკლავების სტრატეგიით დაინტერესდა. საუბარი შეეხო იმ სპეციალურად შექმნილ ჯგუფებს, რომელიც COVID-19-თან ბრძოლის მიზნით ჩამოყალიბდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის კვლევითი ცენტრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც.

ეკატერინე ტიკარაძე გამოცემასთან იმასაც აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ინფექციის გავრცელების შეკავებას შეუწყო ხელი, პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მოსახლეობის მაღალი ინფორმირებულობა იყო.

„მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაიწყო მასიური საკომუნიკაციო კამპანია ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომებისა და სოციალური დისტანცირების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, მათი საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტებმა არა მხოლოდ იციან, რომელია ეფექტური გზა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, არამედ თავადაც ამ ზომების შესაბამისად იქცევიან და სოლიდარულები არიან სხვების მიმართ, იციან რომ ხელების დაბანა, თავშეყრის ადგილებისაგან თავის არიდება, მათ ეხმარება სხვების დაცვაში“, - აღნიშნავს მინისტრი.

ეკატრინე ტიკარაძე განმატავს, რომ საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი, რაც ვირუსს ქვეყნის შიგნით გავრცელების საშუალებას არ მისცემდა.

„ჩვენ წინა პლანზე დავაყენეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, გავატარეთ მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები, რამაც საკმაოდ დააზარალა ეკონომიკური სექტორი, თუმცა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ამ უმაღლესი ღირებულების დაცვის მიზნით, ვთვლით რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო“, - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი.

ჟურნალისტი მინისტრთან ინტერვიუს დროს დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხოა საქართველო ტურისტებისა და სხვა მოგზაურებისთვის.

ეკატერინე ტიკარაძე გამოცემასთან განმარტავს, რომ ვირუსის შემთხვევების სტაბილიზაცია ქვეყანაში უკვე აპრილის ბოლოდან დაიწყო, ხოლო ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებლის კლების პარარელურად დაიწყო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესიც.

„საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო რომ იყოს, ამისთვის დიდი ძალისხმევა დაიხარჯა სასტუმროებსა და რეკრეაციულ ადგილებში ინფექციის კონტროლის წესების დანერგვაზე. ბიზნესვიზიტორებისთვის ქვეყანაში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საცხოვრებელი და ბიზნეს გარემო. რეგულარულ PCR ტესტირებაზე იოლი ხელმისაწვდომობა ვიზიტორს საშუალებას აძლევს კარანტინში ყოფნის გარეშე უსაფრთხოდ აწარმოოს ბიზნეს მოლაპარაკებები თუ სხვა საქმიანობა“, - განმარტავს ეკატერინე ტიკარაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა