დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია სოფიასთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებინათ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, აია სოფიას ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ეს სამწუხარო ფაქტია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ აია სოფიას ტაძრისთვის მეჩეთის სტარუსი არ მიენიჭებინათ.

"აია სოფიას ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ძალინ სამწუხარო ფაქტია. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში მრავალმხრივი დაძაბულობა არსებობს, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მშვიდი, მეგობრული ურთიერთობა ძალიან საშურია. ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია სოფიასთვის არ მიენიჭებინათ მეჩეთის სტატუსი"-განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, აია სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა.

იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში