ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესია კრიმინალს სულიერად ებრძვის

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესია კრიმინალს სულიერად ებრძვის.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ აპირებს ეკლესია კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას, ჯაღმაიძემ განმარტა, რომ ეკლესია ძალოვანი სტრუქტურა არ არის, რომ კრიმინალს ებრძოლოს.

"არ ვიცი, ეკლესიამ როგორ უნდა ებრძოლოს. ეკლესია არ არის ძალოვანი სტრუქტურა. ეკლესია, ქრისტიანული მოძღვრება ებრძვის ამას სულიერად, ყველანაირ დანაშაულს, მთელი ქრისტიანობა ამაზეა აგებული", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს