არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში - არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსზე კოსმოსური ხომალდის გაგზავნამდე დღეებს ითვლის

“იმედის” კოსმოსური ხომალდი, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსის საკვლევად გზავნის, წარმატებით მოთავსდა გამშვებ კაფსულაში, შემოწმდა, რომ ხომალდის მეტალის სტრუქტურა ფიქსირდება კაფსულის შიგნით მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ბაზაზე, რაც მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა იაპონიის “ტანეგაშიმა” ბაზიდან უახლოეს დღეებში მისი გაშვების უზრუნველსაყოფად.

ამავდროულად, კოსმოსური ხომალდი საბოლოო შემოწმებებს გადის ამ ისტორიული მისიის შესასრულებლად. უკვე მიღებულია ის პროცედურები და სიფრთხილის ზომები, როგორიცაა თერმული საფარით დაფარვა გარე სივრცის ატმოსფეროდან და ტემპერატურის ცვლილებისგან დაცვისა და კოსმოსური ხომალდის ფუნქციების, მათ შორის, ენერგეტიკის, კომუნიკაციების, ნავიგაციის, საცეცხლე და თერმული სისტემის საბოლოო შემოწმების მიზნით. პროექტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების კადრებისგან შედგება, იაპონელ კოლეგებთან ერთად ზედამხედველობდა კოსმოსური ხომალდის განთავსების პროცესს.

ამგვარად, 6 წლის წინ შემუშავებული გეგმისა და განრიგის შესაბამისად, ხომალდის გაშვების მოსამზადებელი სამუშაოები, კორონა ვირუსის (კოვიდ 19) -ის პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის მიუხედავად, წარმატებით მიმდინარეობს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თანამედროვე ტექნოლოგიების სახელმწიფო მინისტრმა სარა ბინთ იუსუფ ალ-ამირიმ განაცხადა: „კოსმოსური ხომალდის აღნიშნული მისია ადასტურებს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პროექტი, რომელიც მარსის გამოკვლევას ისახავს მიზნად, მთლიანად კაცობრიობას და ასევე სამეცნიერო საზოგადოებას ემსახურება და ინფორმაცია, რომელსაც წითელ პლანეტაზე ჩატარებული კვლევის შედეგად ორბიტაზე ჩასვლის შემდეგ მოიპოვებს, 200-ზე მეტი სამეცნიერო დაწესებულებისა და კვლევითი ცენტრისთვის იქნება ხელმისაწვდომი.“

ეს ყოველივე ნათლად ასახავს არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეცნიერო გზავნილს, რომელიც საკეთილდღეოა როგორც რეგიონის, ასევე მთლიანად მსოფლიოსთვის და უზრუნველყოფს, გამოწვევების დაძლევისა და დაუღალავი შრომის გზით, კაცობრიობის ბედნიერებისა და კეთილდღეობის მიღწევას, რაც, თავის მხრივ, კარგად ასახავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბრძენი ხელმძღვანელობის ხედვებს.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ 2021 წლის თებერვალში კოსმოსური ხომალდის მარსის ორბიტაზე ჩასვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების დაარსების 50 წლის, ოქროს იუბილეს ემთხვევა.

ისა ალ ნოაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა