გამოცემის „რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით“ პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ რელიგიის სააგენტოს გამოცემის, „რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით“ პრეზენტაცია გაიმართება. რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან საქართველოს ხელისუფლების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების, სასამართლო ხელისუფლებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

„14 ივლისს, 18 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შიდა ეზოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართავს ახალი გამოცემის, „რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით“ პრეზენტაციას.

წიგნში - „რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით“ პირველადაა თავმოყრილი სინდისისა და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე არსებული ყველა ძირითადი ქართული თუ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს, ვენეციის კომისიისა და ოსლოს კოალიციის დოკუმენტები რელიგიის თავისუფლების შესახებ; ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმეები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები რელიგიის თავისუფლების შესახებ; მოცემულია სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობა,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო