ლევან კობერიძე შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს შორის პარალელს ავლებს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძე შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს შორის პარალელს ავლებს.

მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმის მსგავსად, ახლაც ჩნდება საგამოძიებო ორგანოებისადმი უნდობლობა, ვინაიდან, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ მას შემდეგ ტარდება, რაც ტელეეთერებში შაქარაშვილის საქმეზე სიუჟეტები გადის.

„პირდაპირი ანალოგია შემიძლია გავავლო სარალიძის საქმესთან. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ შს მაშინდელი მინისტრი, გიორგი გახარია, ძალიან დიდი დამაჯერებლობით საუბრობდა, რომ ყველა ფიგურანტი დაკავებულია და საზოგადოებას და პოლიტიკოსებს ზედმეტი კითხვები არ უნდა გვქონოდა. მერე აღმოჩნდა, რომ თავდაყირა დადგა ეს საქმე, სრულიად განსხვავებულად წარიმართა გამოძიება და შედეგიც აბსოლუტურად განსხვავებულია. უნდობლობასთან მიმართებაში ზუსტად იგივე ანალოგია შემიძლია გავავლო ახლა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხედავ, საგამოძიებო ქმედებების გარკვეული ნაწილი მხოლოდ მას შემდეგ ტარდება, როცა ტელეარხებში გადის სიუჟეტები და იქ ისმება კითხვები. დღეს ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, სატელევიზიო გამოძიებებს მიჰყვება რეალური საგამოძიებო პროცესი. ამ დროს პირიქით უნდა იყოს. საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ რაც უნდა მძიმე დანაშაული იყოს მომხდარი, საგამოძიებო უწყებები კვალიფიციურად მუშაობენ,“ - განაცხადა კობერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო