„ახალი საქართველო“ განათლების მინისტრს მიმართავს, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უმაღლესში საგამონაკლისო წესით ჩარიცხოს

„ახალი საქართველო“ განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელსა და გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიო გორგოძეს მიმართავს, რათა აბიტურიენტი, რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსი დაუდასტურდა, უმაღლეს სასწავლებელში საგამონაკლისო წესით ჩარიცხოს.

როგორც „ახალი საქართველოს“ წევრი ნანა ტოხვაძე აცხადებს, აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომარება, მის საგამოცდო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.

"სოციალური ქსელის მეშვეობით თუ სატელევიზიო სიუჟეტებიდან საზოგადოება უკვე კარგად იცნობს ანა ონიანს, აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ანას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება და ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ ნიჭიერ, ოქროს მედალოსან ახალგაზრდებს აღმოუჩინოს დახმარება საჭირო და გადამწყვეტ დროს. ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის შედეგად გავარკვიეთ, რომ საბედნიეროდ, ანა ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა საშუალებას გააგრძელოს საგამოცდო მარათონი. მივმართავ განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს და გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიო გორგოძეს - დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ანა ონიანის საგამოცდო პროცესში ჩართულობა, თუნდაც კლინიკიდან ან იხელმძღვანელონ იმავე საგამონაკლისო წესით, როგორც ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ვრიცხავთ უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან რეგისტრირებულ აბიტურიენტებს,“ - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტრდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს