„ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას მიმართავს

„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებით, ტურისტულ სეზონზე, როცა კურორტებზე მოსახლეობის დიდი ოდენობა იყრის თავს, განსაკუთრებულად აქტუალური ხდება უსაფრთხოების წესები, რომლებიც დაცული უნდა იყოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, ქვესადგურების თუ ნებისმიერი სხვა ენერგოობიექტის სიახლოვეს.

„ ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს! შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები.

მოსახლეობისთვის დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია! გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთვის, რადგან ძაბვა უხილავია და სახიფათო. სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, მასთან მიახლოება დაუშვებელია. ასევე, აღნიშნული საყურადღებოა მშობლებისთვის, რადგან ბავშვების თამაში ღია სადენებთან სიახლოვეს, საშიშია სიცოცხლისთვის!

იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქსელებში შეინიშნება რაიმე ავარიული ან საშიში მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს,”-აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2020
გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა