სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება

სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება. პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას 500 ლარით (ნაცვლად 200 ლარისა), ხოლო იურიდიული პირების - 2 000 ლარით (ნაცვლად 500 ლარისა). იმ შემთხვევაში, თუ ამ ტიპის ნარჩენების მოცულობა 1მ3- დან 10 მ3-მდეა, მაშინ ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ნაცვლად 1500 ლარით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი დადგენილი ჯარიმა შეადგენს 3000 ლარს, 1500 ლარის ნაცვლად.

როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგება იმან გამოიწვია, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევას უფრო ხშირად ფიზიკური პირები ჩადიან. 10 მ3-დან 50 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 5000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარით. ჯარიმის ოდენობა კიდევ უფრო იზრდება, თუ სახეზეა 50 მ3 ან 50 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევა. ასეთ დროს ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს - 30 000 ლარის ოდენობით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს