ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთისა და ჰონგ-კონგის საკითხების განსახილველად პირისპირ შეხვედრას მართავენ

ბრიუსელში ევროსაბჭოს შენობაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან პირისპირ შესახვედრად პირველად შეიკრიბნენ, რათა თურქეთთან ურთიერთობის საკითხი და ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ვითარება განიხილონ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ თურქეთი მინისტრების განსახილველი საკითხების დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა.

„ვაპირებთ ვისაუბროთ თურქეთზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა დღის წესრიგში. იცით, რომ ამ მომენტისთვის თურქეთთან ურთიერთობები განსაკუთრებით კარგი არ არის“, - აღნიშნა ბორელიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს