გია ვოლსკი - იქნებ სამხედრო დარგში რაღაც გამოცდილება და პროფილი გააჩნია სახალხო დამცველს? - ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სახალხო დამცველს მოუწოდებს ჩამოაყალიბოს, თუ რას არაკეთებს და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე. აღნიშნული განცხადებით ვოლსკი ნინო ლომჯარიას მიერ დღეს გამოთქმულ პოზიციას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საკითხზე ომბუდსმენის განცხადებები პოლიტიკური შინაარსისაა და "ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია".

"მოხდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ოკუპანტს მიეცა საშუალება განეხორციელებინა აგრესია და ოკუპაცია. ოკუპაციის დამახასიათებელი არის ის უკანონობა, რაც დღეს სუფევს რეგიონში, ამ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ამ ყველაფერში მას ხელი შეუწყო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ მართავდა სიტუაციას და წავიდნენ იმ გეგმის საწინააღმდეგოდ, რომელიც მაშინ ჰქონდა აშშ-ის და ევროკავშირს. დღეს ხდება ასეთი უკანონობები, მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, მაგრამ ამავე დროს არის მონაწილე ამ უბედურებისა, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია. ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?! სახალხო დამცველმა ძალიან კარგად იცის, რომ ბერკეტი ოკუპაციასთან ბრძოლისა არის ორი:

ერთი არის საერთაშორისო ასპარეზი, სადაც ყველაფერი კეთდება და თუ რამე არ კეთდება კეთილი ინებოს ლომჯარიამ და ჩამოაყალიბოს, რა უნდა გაკეთდეს კიდევ.

მეორე არის შეიარაღებული თავდაცვა შენი ინტერესებისა, იქნებ სამხედრო დარგში რაღაც გამოცდილება და პროფილი გააჩნია სახალხო დამცველს? ასე რომ, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდე ეგეთ რამეზე, როცა ზუსტად იცი, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ თავი დაიცვას და გადარჩეს, სტაბილურობა შეინარჩუნოს და მეორე მხრივ, თავი აარიდოს აგრესიას. ეს არის ის, რის დანახვაც არ უნდა ლომჯარიას. აქედან გამომდინარე, საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ მისი განცხადებები არის პოლიტიკური და სხვა არაფერი", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს არ აქვს არანაირი ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რის ფარგლებშიც შეძლებდა განეხილა ისეთი შემთხვევები, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ადამიანის გატაცების და უფლებების დარღვევის ფაქტებს უკავშირდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს