გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, 15 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო 15 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფერაძის და სოლოღაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტიციან ტაბიძის, რაზმაძის, აბაშელის, არაყიშვილის, მარუხის გმირთა და კოკა კლდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 10:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის, მიხეილ თამარაშვილის და წყნეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, შოთა ნიშნიანიძის და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, ალექსანდრე დიუმას და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის, ხევის, სახალხოს, ლერწმის და ჩარხის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის და კარალეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების, პოლიციის, ელენე მეტრეველის, ჭიჭინაძის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს