კობა კობალაძე - სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი

„ქართული ოცნების" დეპუტატის კობა კობალაძის განცხადებით, სამართლის წინაშე ყველა თანასწორია.

კობალაძე, რომლის შვილიც გიორგი ენდელაძის მიმართ ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, მედიასთან განმარტავს, რომ არავის დაკვეთის გამო, „არც მართალი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება".

"მე არ ვარ კოსმიურ ენერგიასთან კავშირში, რომ წინასწარ რაღაცები ვიცოდე. არის კონკრეტული ფაქტი, კონკრეტული ქმედება, ეს საკითხი სასამართლოს მივანდოთ. ვერ გადავერთვები იურისპრუდენციაში, ეს არ არის ჩემი პროფესია, ჩვენ ვსარგებლობთ პროფესიონალი იურისტის მომსახურებით. რაც შეეხება ჩემს, როგორც მშობლის, პოზიციას, საკმაოდ პასუხისმგებლობით ვცხოვრობ, მიცხოვრია და ვიქნები ასე მეც და ჩემი ოჯახის თითოეული წევრიც. თითოეულმა დაიწეროს გულის ფიცარზე - სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი და არც არავის ნებასურვილის, ან დაკვეთის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება", - განაცხადა კობალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს