დავით კობალაძისა და მასთან ერთად დაკავებული 5 პირის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ

"ქართული ოცნების“ დეპუტატის კობა კობალაძის შვილის, დავით კობალაძისა და მასთან ერთად დაკავებული 5 პირის საქმის პროკურორის მედეა ცირამუას განცხადებით, ბრალდებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში დანაშაულის მოტივად გამოკვეთილია შურისძიება.

„აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია 2020 წლის 24 ივნისს, რის შემდგომაც ვაკე-საბურთალოს სამმართველოში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და როდესაც არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებითი სტდანდარტი იმისათვის, რომ მოცემული პირები დაკავებულები ყოფილიყვნენ და შესაბამისად, წარდგენოდათ ბრალი, ამ დროს მოხდა მათი დაკავება.

რაც შეეხება ბრალდებულებს, ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, თითოეულმა მათგანმა თავი შეიკავა ჩვენების მიცემისგან. დანაშაულის მოტივად გამოკვეთილია შურისძიების მოტივი. საქმეში არსებული ფაქტებისა და ერთობლიობის საფუძველზე არის ეს მოტივი გამოკვეთილი. ეს ინფორმაცია გამოკვეთილია თავად დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარეც“, - განაცხადა მედეა ცირამუამ.

პროკურორის განცხადებით, გიორგი ენდელაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

„დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ გამოტანილია. რაც შეეხება დაზარალებულს, მისგან ჩვენება იქნა მიღებული მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნა დამაკმაყოფილებელი და გაწერილი იქნა სამედიცინო დაწესებულებიდან “, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძესა და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა