ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთს მოუწოდებენ, აია-სოფიას ტაძართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გადახედოს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ აია-სოფიას ტაძრისთვის მეჩეთის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხებზე გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანი საკითხი იყო აია-სოფიას ტაძარი. საბჭომ დაგმო თურქეთის გადაწყვეტილება ასეთი ღირსშესანიშნაობის მეჩეთად გადაქცევის შესახებ. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გამოიწვევს უნდობლობას, ხელს შეუწყობს რელიგიურ თემებს შორის უთანხმოებას და უარყოფითად იმოქმედებს ჩვენ ძალისხმევაზე დიალოგთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბორელიმ.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს იდეას, მოუწოდონ თურქეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა