აზერბაიჯანი სომხეთს ე.წ. ჰაუბიცებიდან დაცხრილვაში ადანაშაულებს, სომხეთი ინფორმაციას უარყოფს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის მხრიდან თომუზის რაიონში სოფელ დონდარის ე.წ. ჰაუბიცებიდან დაცხრილვის შესახებ იუწყება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სომხეთი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამტკიცებს, რომ სომხეთი არასდროს ხსნის ცეცხლს დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგის მიმართულებით განხორციელდა მკაცრი კონტრზომები.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეპანიანი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ სომხური მხარის სამიზნე მხოლოდ საინჟინრო ინფრასტრუქტურა და სამხედრო ტექნიკაა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ხშირად ათავსებს თავის ტექნიკას დასახლებული პუნქტების სიახლოვეს, რითაც მათ საფრთხის წინაშე აყენებს.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება კვირას დაიძაბა, როდესაც შეტაკება მოხდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, თოვუზის რაიონში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა