პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილისთვის პრიორიტეტულია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ძალადობის პრევენციის ნებისმიერი ზომა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების, გენდერულ და უმცირესობების საკითხებში ქეთევან მახარაშვილი დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ნებისმიერ ზომას და მიაჩნია, რომ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის პრიორიტეტული საკითხია. ,,ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, ასევე, არასამთავრობო სტრუქტურებთან და ჩართულია იმ გამოსავლების ძიების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შემცირებას. ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ლელა აქიაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი უწყებათაშორისი თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდეს.

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს ქალთა დაცვისა და გაძლიერების თემებზე, ასევე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებასა და რეგიონებში ქალების აქტიურობის ზრდაზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა