აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის რაგიმ გაზიევის დაკავების შესახებ იუწყება. მას ბრალად ედება სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდებები.

უწყება გაზიევის დაკავებას აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს უკავშირებს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 12 და 13 ივლისს თავდაცვის ექსმინისტრმა, რომელიც სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად ავრცელებდა პროვოკაციულ ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, მოუწოდებდა მოქალაქეებს მოქმედებებისკენ, რომელიც შეასუსტებდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ასევე მასობრივი არეულობების ორგანიზებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს