მიხეილ სააკაშვილი - ვფიქრობ, საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია, თუმცა ეს ჩემი აზრია

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მისი ცვლილება უკრაინისთვის მომგებიანი იქნება. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება.

„ვფიქრობ, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. თუმცა, ეს ჩემი პირადი აზრია. მე არ გამოვხატავ არც პრეზიდენტის და არც სხვათა აზრს ამასთან დაკავშირებით, რადგან არ ვარ უკრაინის ოფიციალური სახელმწიფო მოხელე. ეს ჩემი პირადი პოზიციაა და ის ძალიან მტკიცეა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ქართველს ვერავინ დაუშლის ქართველი იყოს, მაშინც კი, თუ მას უკრაინის პასპორტი აქვს და უკრაინის პატრიოტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო