დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბრები გამართა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ელმარ მამედიაროვთან და ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა უკიდურესი შეშფოთება ბოლო პერიოდში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაციისა და თანმდევი მსხვერპლის გამო.

დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბრებისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილზე სიტუაციის განმუხტვა, შეიარაღებული ხასიათის მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება ვითარების მოკლე დროში დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს