ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშში შესატან ცვლილებებს კენჭი უყარა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშში შესატან ცვლილებებს კენჭი უყარეს.

საკომიტეტო განხილვაზე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერმა დამსწრე საზოგადოებას კენჭისყრის შედეგები გააცნო.

მისი ინფორმაციით, ცვლილებები მიღებულ იქნა კომპრომისული შესწორებების ნაწილში 1-ელიდან 26-ის ჩათვლით, ასევე მიღებულ იქნა 122-ე,129-ე, 37-ე, 65-ე, 130-ე, 138-ე, 152-ე, მე- 3, მე-6 , მე-14, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 შესწორებები. უარყოფილი იქნა 142-ე, 163-ე და 165-ე შესწორებები.

კენჭისყრის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ანგარიშის პროექტი საქართველოს საკითხებზე მუდმივმა მომხსენებლმა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა მოამზადა. დოკუმენტში სულ 165 შესწორებაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა