ევროპარლამენტარები - მხარეებმა 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტი უნდა განახორციელონ

ევროპარლამენტი მაღალ შეფასებას აძლევს პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ხელმოწერის ფაქტს და მხარეებს შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა პირველი კენჭისყრით მიიღო.

„ევროპარლამენტი მიესალმება პარტიათა შორის დიალოგის შედეგს, როგორც საერთო გამოსავლის პოვნის სურვილის ნათელ ნიშანს და ხაზს უსვამს პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის აღდგენისა და დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას, როგორც პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების ფაქტს და მას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

„[ევროპარლამენტი] მიესალმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის 15 მაისის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ორი დაპატიმრებული ლიდერის გათავისუფლების შესახებ, როგორც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს დაძაბულობის შესამსუბუქებლად და 8 მარტის შეთანხმების განსახორციელებლად და მოუწოდებს მხარეებს, პატივი სცენ ამ შეთანხმებას და მისი ყველა ასპექტი სრულად განახორციელონ. უზრუნველყონ, რომ საარჩევნო რეფორმის ყველა ელემენტი კონსტიტუციასა და კანონში რაც შეიძლება მალე იქნას გადატანილი და განხორციელებული,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა