აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ძალადობას გმობს და მხარეებს ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე ძალადობის ფაქტს და მხარეებს ძალის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„მხარეებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიონ ძალის გამოყენება, გამოიყენონ მათ შორის არსებული პირდაპირი საკომუნიკაციო კავშირები, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხემა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, მხარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში დაეხმაროს.

„როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, შეერთებული შტატები ერთგული რჩება მოვალეობის, რომ დაეხმაროს მხარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ხანგრძლივ და მშვიდობიან მოგვარებაში. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ჩართულებას ამ მიზნის მიღწევის მიზნით.

შეერთებული შტატები უერთდება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, რომლებიც მხარეებს მოუწოდებენ, განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე და ხაზს უსვამენ ეუთოს დამკვირვებლების რეგიონში დაბრუნების მნიშვნელობას, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება,“- აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ძალადობას გმობს და მხარეებს ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს