ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 884 967-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 20 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 884 967-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, კორონავირუსის 261 683 შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება გარდაცვლილების რაოდენობას, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს, საერთო ჯამში, 72 833 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსისგან გარდაცვლილების რაოდენობით ბრაზილია მეორე ქვეყანაა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო: ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 884 967-მდე გაიზარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა