გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს 06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხათწყარო, მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი და მიმდებარე სოფლებში, 06:00-დან 08:30 საათამდე აბონენტებს ძეგვში და მცხეთაში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დიღომში აღმაშენებლის ხეივანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:25-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გლდანის მიმდებარედ მამკოდაში, ლელუბანში, ხოდაბუნების ტერიტორიაზე, ვეჯინში, ავჭალის მასივსა და მიმდებარე სოფლებში, 11:30-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სიონი, გარბანი, არშა, ფხელშე, გველეთი, ფანშტი და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი და მისაქციელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს