ჟაირ ბოლსონარუ - ახალი ტესტის პასუხს მოუთმენლად დაველოდები, სახლში ყოფნას ვეღარ ვუძლებ, საშინელებაა

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტის ხელახლა ჩატარებას აპირებს, რადგან კარანტინში ყოფნა ძალიან მობეზრდა.

„ტესტს სამშაბათს ჩავიტარებ. მის პასუხს მოუთმენლად დაველოდები, სახლში ყოფნას ვეღარ ვუძლებ, საშინელებაა,“- განაცხადა ჟაირ ბოლსონარუმ CNN-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, თავს კარგად გრძნობს, არ უჭირს სუნთქვა და არც გემოს შეგრძნება დაუკარგავს.

შეგახსენებთ, ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 1 884 967 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 72 833 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა